ფენერბაჰჩეს საპატას შეძენა სურს
ფენერბაჰჩეს საპატას შეძენა სურს

ფენერბაჰჩე სერიოზულად ინტერესდება მილანის კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, კრისტიან საპატას შეძენით, – ამის შესახებ იტალიური პრესა იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, თურქული კლუბი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში გააქტიურდება და ყველანაირად ეცდება ფეხბურთელის გადაბირებას.

„როსონერის“ სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს, არ სურს საპატას გაყიდვა და ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას.