ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს პანიკური შეტევები აქვს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს პანიკური შეტევები აქვს

ნიდერლანდების ნაკრებს ყოფილმა მცველმა, „აიაქსის“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ფენერბაჰჩეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი ვან დერ ვილმა განაცხადა, რომ თითქმის ერთი წელია იტანჯება პანიკის შემოტევებით.

„ეს მაშინ დაიწყო, როცა შინ ლოს ანჯელესში ვიყავი. იმ დროს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, და ვფიქრობდი, რომ გულის შეტევა მქონდა. პირველი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ რაღაც ფიზიკურად არ იყო წესრიგში. ექიმებმა სხვადასხვა კლინიკიდან შეამოწმეს ჩემი სხეული და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ყველაფერი ოპტიმალურად მუშაობს. ამის დადასტურების შემდეგ დავიწყე კონცენტრირება მენტალურ ასპექტზე, რომელზეც დღემდე ვმუშაობ.

ჯერ ისევ კარგად არ ვგრძნობ თავს, მაგრამ ყოველდღე ბევრს ვმუშაობ, რათა მინდორზე დავბრუნდე. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს. ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ მე კლუბ „ვაალვიკის“ მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა 32 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.

ვან დერ ვილის კარიერაში ბოლო კლუბი „ტორონტო“ იყო.