„ქონიასფორმა“ მოიგო - შენგელიამ „ფენერბაჰჩესთან“ საგოლე გადაცემა გააკეთა
„ქონიასფორმა“ მოიგო - შენგელიამ „ფენერბაჰჩესთან“ საგოლე გადაცემა გააკეთა

თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში „ქონიასფორი“ სტამბოლში თურქული ფეხბურთის გრანდს, „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ლევან შენგელიამაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ქონიასფორისსათადარიოგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი მე-60 წუთზე გამოჩნდა და შესვლიდან 7 წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლის შემდეგაც სერბეთის ნაკრების თავდამსხმელმა, მარკო ევტოვიჩმა მასპინძელთა კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. 77-ე წუთზე უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა, არტიომ კრავეცმაფენერის“ კარი მეორედაც აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შვიდი ტურის შემდეგ „ქონიასფორმა“ 9 ქულა დააგროვა და თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. შენგელიამ შვიდივე შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.