წარსულში ცნობილ სერბ ფორვარდს უცნაური იმიჯი აქვს
წარსულში ცნობილ სერბ ფორვარდს უცნაური იმიჯი აქვს

ინტერნეტში ვირუსული გახდა სერბეთის ნაკრების ცნობილი ფორვარდის, 41 წლის მატეა კეჟმანის ახალი ფოტო.

თავდამსხმელი გარეგნულად ძალიან შეიცვალა – გრძელი წვერი და ბაკენბარდები მოუშვა. „ფორვარდობიდან შამანობამდე“, – ასე მიაწერა ფოტოზე „სერბული ფეხბურთის” „ტვიტერმა“.

კეჟმანმა ყველაზე დიდი პოპულარობა ნიდერლანდების „ეინდჰოვენში“ გამოსვლისას მოიპოვა. ამ გუნდში მან 122 მატჩში 105 გოლი გაიტანა. სერბი სამჯერ გახდა ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი.

კეჟმანს ასევე უთამაშია „ჩელსიში“, „ატლეტიკოში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ზენიტში“. სერბეთის ნაკრებში მისი მონაგარი იყო 49 მატჩი და 17 გოლი.