ფეხბურთელებმა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს - აბურჯანია ოკუპაციაზე პოსტს აქვეყნებს
2008 წლის, აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს ქართველმა ფეხბურთელებმა პატივის მიაგეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სრული შემადგენლობა იმყოფებოდნენ თბილისის “დინამოსა” და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და მწვრთნელები – მათ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გიორგი აბურჯანიამ „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს! ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული“ – წერს საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის ლა ლიგა 2-ის “ლუგოს” ნახევარმცველი.