​პიოტრ ტოლსტოი - ეუთო-ს რეზოლუციები არავის არაფერს ავალდებულებს, რუსეთი არ შეასრულებს მსგავს რეზოლუციებს
​პიოტრ ტოლსტოი - ეუთო-ს რეზოლუციები არავის არაფერს ავალდებულებს, რუსეთი არ შეასრულებს მსგავს რეზოლუციებს

ქართველი კოლეგების მიერ შეთავაზებული რეზოლუცია ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაშფოთებს, – ამის შესახებ პირველ არხს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ კომიტეტის სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

„მიგვაჩნია, რომ მასში არ არის არანაირი კონსტრუქციული საწყისი და შექმნა რეზოლუზია თარიღების მიხედვით – 10 წელი 2008 წლის აგვისტოდან, 50 წელი 2008 წლიდან, – ეს უბრალოდ კიდევ ერთი პროპაგანდისტული ისტორიაა ეუთო-ზე“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ეუთო-ს რეზოლუციები არავის არაფერს ავალდებულებს და რუსეთი არ შეასრულებს მსგავს რეზოლუციებს.

„მეტიც, ჩვენ კვლავინდებურად შეშფოთებულები ვართ კონფლიქტების შედეგებით, რომელიც ქართული მხარის გამო მოხდა და ვერ ვხედავთ შესაძლებლობებს, ვისაუბროთ უფლებებზე, მათ შორის 140 მშვიდობისმყოფელის უფლებებზე, რომლებიც დაიღუპნენ და რომლებიც განთავსდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი გეოპოლიტიკურად მოგვარებულია. იმის გამო, რომ საქართველომ დაარღვია კანონები, შანსი იმისა, რომ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავის შემადგენლობაში, არ არის. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და საქართველოსა და რუსეთს შორს ორმხრივი ურთიერთობები უნდა მოგვარდეს, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – დასძინა პიოტრ ტოლსტოიმ.