„ფეისბუქმა“ ნიკოლას მადუროს გვერდი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დროებით დაბლოკა
„ფეისბუქმა“ ნიკოლას მადუროს გვერდი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დროებით დაბლოკა

„ფეისბუქმა“ ნიკოლას მადუროს გვერდი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დროებით დაბლოკა.

სოციალურ ქსელში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვენესუალის პრეზიდენტმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ „კოვიდ-19“-ის განკურნება ბალახეული ნაყენით არის შესაძლებელი.

„ფეისბუქის“ შიდა რეგულაციების მიხედვით, მადურო 30 დღის განმავლობაში შეტყობინებების გაგზავნას და კომენატრის გაკეთებას ვერ შეძლებს.

„ფეისბუქის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მათ წაშალეს ნიკოლას მადუროს ვიდეო, რადგან მას შეეძლო მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა.

შეგახსენებთ, მანამდე „ფეისბუქმა“ „კოვიდ-19“-ის შესახებ დაწერილი კომენტარების გამო დაბლოკა, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრაზილიის ლიდერი ჟაირ ბოლსონარუ.