ფეისბუქი კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს
ფეისბუქი კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს

​კომპანია ფეისბუქის გადაწყვეტილებით, მის სივრცეში კრიპტოვალუტის შესახებ განთავსებული ნებისმიერი რეკლამა დაიბლოკება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრიპტოვალუტის პოპულარულობამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმატა, რაც აჩენს იმის შანსებს, რომ კონკრეტული ადამიანები ბოროტად ისარგებლებენ.

ფეისბუქის გადაწყვეტილებით, ფინანსური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება, შეიზღუდება. ფეისბუქი გვაფრთხილებს, რომ მსგავსი რეკლამები შესაძლოა მაინც გაიპაროს, ამიტომ თუ ჩათვლით, რომ რაღაც რიგზე არაა, შეგიძლიათ დაარეპორტოთ და თავად შეუწყოთ ხელი პლატფორმის განვითარებას.

​კომპანია თვლის, რომ ზოგიერთი კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს პლატფორმას და კრიპტოვალუტის რეკლამირებით მომხმარებლის მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სწორედ ამიტომ სანამ ყველაფერი უფრო მკაფიო გახდება, კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი რეკლამები საერთოდ დაბლოკოს, მათ შორის ბიტკოინის რეკლამაც.