„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს
სოციალური ქსელები – „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს.
მედიის ინფორმაციით, მომხმარებლების ნაწილს საკუთარ გვერდზე შესვლა უჭირთ.
შეფერხების მიზეზი ჯერ უცნობია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.