„ფეისბუქი“ და „გუგლი“ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ
„ფეისბუქი“ და „გუგლი“ საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ოფისების მუშაობას 6 ივლისიდან აღადგენს, მაგრამ თანამშრომლებს უფლება ექნებათ, 2020 წლის ბოლომდე, სურვილის შემთხვევაში დისტანციურად იმუშაონ.
მათთვის კი ვინც ოფისებში დაბრუნდება, სპეციალური ზომები იქნება მიღებული – ადამიანებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინიგი და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.