„ფეისბუქი“ აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს 720 ათას დამცავ ნიღაბს გადასცემს
კომპანია „ფეისბუქი“ აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს 720 ათას დამცავ ნიღაბს გადასცემს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციებისთვის შექმნილ მარაგში არსებული სამედიცინო ნიღბები კომპანიამ იმ შემთხვევისთვის შეიძინა, თუ აშშ-ში ტყის ხანძრები გაგრძელდებოდა.