ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ, ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში . მოგერინის ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვასა და უსაფრთხოებას დაეთმობა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს , შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოება და თავდაცვაა.