ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება ევროკავშირში.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობრად მიიჩნევს და იმედს იტოვებს, რომ არც აშშ-ში დაივიწყებენ, ვინ არის მათი მეგობარი.
„მე ვკითხავდი დონალდ ტრამპს, ვის თვლის მეგობრად. ჩვენ მკაფიოდ ვიცით, ვინ არის ჩვენი მეგობარი. რა თქმა უნდა, ეს არის აშშ. ადმინისიტრაციის ცვლილება არ ცვლის ქვეყანათა და ხალხთა შორის მეგობრობას“, განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ .
შეგახსენებეთ, რამდენიმე საათში ფინეთის დედაქალაქში, ჰელსინკიში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან.