ფედერიკა მოგერინი - სერბეთსა და კოსოვოს გლობალური შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ
ფედერიკა მოგერინი - სერბეთსა და კოსოვოს გლობალური შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, სერბეთსა და კოსოვოს გლობალური შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ. აღნიშნული განცხადება ფედერიკა მოგერინიმ ევროპელი ელჩების წინაშე კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს აქვთ რეალური შანსი, გააფორმონ მრავალმხრივი იურიდიული დოკუმენტი, რაც სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას მოემსახურება.

მანამდე, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთის შეთანხმების გაფორმებას 2019 წლის მაისისთვის ელოდება.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და კოსოვოს ლიდერის, ხაშიმ ტაჩის შეხვედრა 1-ელ სექტემბერს ბრიუსელშია დაგეგმილი.

თავდაპირველად ამ შეხვედრაზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ტერიტორების გაცვლის საკითხის განხილვა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ პრიშტინამ უარი განაცხადა.