ფედერიკა მოგერინი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია, – ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ფედერიკა მოგერინის თქმით, დღეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და სამუშაო სადილი გაიმართება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია. ეს მინისტერიალი არის შესაძლებლობა, განვიხილოთ არა მხოლოდ თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან, არამედ ჩვენი საერთო სამუშაო მათთან“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმს დაამტკიცებენ და „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ მოლაპარაკებებს გამართავენ.