მძიმედ დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირი. შვეიცარიელი მერვედფინალში ფრანგ ბენუა პერს ხვდებოდა და ორი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. გადამწყვეტი სეტის მე-13 გეიმში ფედერერი 3:1 დაწინაურდა, შემდეგ პერმა მოახერხა წინ გასვლა – 5:3 და ფრანგს 6:5-ზე და 7:6-ზე მატჩბოლები ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ორი საათი ბრძოლის შემდეგ, ფედერერმა მაინც მოიგო – 6:3, 3:6, 7:6(7).
პირველ სეტში პირველი ბრეიკ-პოინტი პერს ჰქონდა. ფრანგმა ვერ გამოიყენა შანსი და იქვე საკუთარი მოწოდება დათმო. მეორე სეტში პერი ორმაგი ბრეიკით 4:0 გავიდა წინ და ფედერერმა მხოლოდ ერთი ბრეიკით უპასუხა.
მესამე სეტში ფედერერს მიჰყავდა თამაში – ტაი-ბრეიკამდე სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, აქედან ორი მატჩბოლი იყო, მაგრამ ფრანგი სამჯერ გადარჩა.
მეოთხედფინალში ფედერერი ავსტრალიელ მეტიუ ებდენს შეხვდება.