ფედერერმა ორი მატჩბოლი მოიგერია და მოიგო
ფედერერმა ორი მატჩბოლი მოიგერია და მოიგო

მძიმედ დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირი. შვეიცარიელი მერვედფინალში ფრანგ ბენუა პერს ხვდებოდა და ორი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. გადამწყვეტი სეტის მე-13 გეიმში ფედერერი 3:1 დაწინაურდა, შემდეგ პერმა მოახერხა წინ გასვლა – 5:3 და ფრანგს 6:5-ზე და 7:6-ზე მატჩბოლები ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ორი საათი ბრძოლის შემდეგ, ფედერერმა მაინც მოიგო – 6:3, 3:6, 7:6(7).

პირველ სეტში პირველი ბრეიკ-პოინტი პერს ჰქონდა. ფრანგმა ვერ გამოიყენა შანსი და იქვე საკუთარი მოწოდება დათმო. მეორე სეტში პერი ორმაგი ბრეიკით 4:0 გავიდა წინ და ფედერერმა მხოლოდ ერთი ბრეიკით უპასუხა.

მესამე სეტში ფედერერს მიჰყავდა თამაში – ტაი-ბრეიკამდე სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, აქედან ორი მატჩბოლი იყო, მაგრამ ფრანგი სამჯერ გადარჩა.
მეოთხედფინალში ფედერერი ავსტრალიელ მეტიუ ებდენს შეხვდება.