ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მერვედფინალში რინდერკნიხს შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მერვედფინალში რინდერკნიხს შეხვდება #1TVSPORT

გერმანულ ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მერვედფინალში ფრანგ არტურ რინდერკნიხს შეხვდება.

ქართველი რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი 119-ეა. ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც ორ მეტოქეს სძლია. ძირითად ბადეში კი საქართველოს პირველი ნომრის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იყო, რომელიც ნიკოლოზმა სამ სეტში ანგარიშით 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

გერმანიის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო ტურნირი ბალახზე მიმდინარეობს და საპრიზო ფონდი 1 455 925 ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰალეში ასპარეზობდა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი, რომელიც მერვედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში დამარცხდა და გათამაშებას დაემშვიდობა.