ცნობილი გახდა ქალებს შორის მთავარი გუნდური ტურნირის – ფედერაციის თასის ფინალის ჩატარების ადგილი. გაირკვა, რომ ავსტრალიასა და საფრანგეთის წყვილში მასპინძელი ავსტრალია იქნება, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური.
მატჩი 9-10 ნოემბერს ქალაქ პერტის ჰარდის კორტებზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ავსტრალიამ ბელარუსი დაამარცხა, საფრანგეთმა – რუმინეთი.
ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია – 5:1 ავსტრალიელთა სასარგებლოდ.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი – ჩეხეთის ნაკრებია.