აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანგარიშის მიხედვით, დონალდ ტრამპის ექს-თანაშემწე რუსეთთან თანამშრომლობდა. ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოს მიერ გასაჯაროებულ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში წერია, რომ კარტერ პეიჯი, რომელიც 2016 წელს ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი იყო, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.
გასაჯაროებულ საბუთებს შორის არის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართვა სასამართლოსადმი, რომელშიც სამართალდამცავები პეიჯის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებას ითხოვენ. ამის მოტივად კი იმას ასახელებენ, რომ ტრამპის ყოფილი მრჩეველის გადაბირებას რუსეთი ცდილობს. თავად პეიჯი რუსეთთან კავშირს უარყოფს.