აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი ანკარაში დაკითხვაზე დაიბარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, FBI-ს თანამშრომელი უშიშროების სამსახურის მთავარ განყოფილებაში თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით გამოიძახეს.
ფედერალურ ბიუროში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
მანამდე თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI-ს თანამშრომლის გამოძახება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებას უკავშირდება. მინისტრის თქმით, შესაძლოა, თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულების საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროც ფიგურირებდეს.