FBI-ს დირექტორის მოადგილე, რომელსაც დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა, გადადგა
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ დაადანაშაულა პოლიტიკურ მიკერძოებაში, დაკავებული პოსტიდან გადადგა.
CBS News-ის ცნობით, ენდრიუ მაკკაბეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა მარტში ისედაც ეწურებოდა, თუმცა, მედიასაშუალების ცნობით, მას სამსახურიდან წასვლა მანამდე აიძულეს.
მაკკაბეს გადადგომის შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა ერთი კვირით ადრე გავრცელებული ცნობები, რომ დონალდ ტრამპს ბიუროდან მისი წასვლა სურდა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ტრამპმა მაკკაბეს ჰკითხა, ვის მისცა მან ხმა 2016 წლის არჩევნებზე.
ორშაბათის ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლს არ მიუღია.
„პრეზიდენტს არავითარი როლი არ უთამაშია მაკკაბეს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა სანდერსმა.