ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე, შსს-მ ორი პირი მოწმის სახით გამოკითხა
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ორი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მოწმის სახით გამოკითხეს, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
წუხელ, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული, რა დროსაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფალიაშვილზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე ორი პირი დააკავა.
21 სექტემბერს, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).