თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

01:49, 22.09.2018

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც პოლიციაა მობილიზებული, რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცოტა ხნის წინ, ყიფშიძეზე პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. პირველი არხის ინფორმაციით, პოლიციელების სპეცოპერაცია სავარაუდოდ გუშინ, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. შსს-ში ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).

მსგავსი