„ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად კიდევ დიდხანს მოუწევთ
„ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად კიდევ დიდხანს მოუწევთ. ალბერტ ბურლას თქმით, ეს საჭირო იქნება, რათა მოქალაქეებმა „ვირუსის წინააღმდეგ მტკიცე დაცვა“ შეინარჩუნონ.
ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ უფროსმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ვაქცინები კორონავირუსის „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, მაგრამ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ დადგა.
ახლა კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც 100 დღეში იქნება მზად.
როგორც ბურლა ამბობს, ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ გარეშე „ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური სტრუქტურა საფრთხის წინაშე დადგებოდა“.