„ფაიზერის“ ინფორმაციით, კომპანიის მიერ შემუშავებული „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბები გართულებებს 90 პროცენტით ამცირებს
„ფაიზერის“ ინფორმაციით, კომპანიის მიერ შემუშავებული „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბები გართულებებს 90 პროცენტით ამცირებს.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო აბების გამოყენებისთვის ავტორიზაციის მოპოვების პროცესი დაიწყო.
„ფაიზერის“ ინფორმაციით, მედიკამენტის მიღების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად მცირდება.
კომპანია იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს აბების შეთავაზებას, რომელსაც პაციენტები ძველ ანტივირუსულ მედიკამენტ „რინოტავირთან“ ერთად მიიღებენ. „ფაიზერი“ აცხადებს, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას რეცენზირებულ ნაშრომში გააზიარებს.
„ფაიზერი“ ამოწმებდა წამალს „კოვიდ 19“-ით დაავადებულ ზრდასრულებში, რომლებიც განიხილებოდნენ მძიმე ავადმყოფობის პროგრესირების მაღალი რისკის წინაშე. მოხალისეებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეცათ აბების კომბინაცია ან პლაცებო-სიმპტომების დაწყებიდან სამი ან ხუთი დღის განმავლობაში.
„ფაიზერის“ ინფორმაციით, პაციენტთა 0.8 პროცენტმა, რომლებმაც მიიღეს წამლის კომბინაცია სამი დღის განმავლობაში. ოთხი კვირის განმავლობაში, 389 პაციენტიდან სამი იქნა ჰოსპიტალიზებული.