„ფაინენშელ თაიმსი“ - რუსეთმა, შესაძლოა, დაიწყოს მასშტაბური შეტევა მიმდინარე წლის ზაფხულში, საფრთხის წინაშე უკრაინის ოთხი რეგიონია
რუსეთმა, შესაძლოა, დაიწყოს მასშტაბური შეტევა მიმდინარე წლის ზაფხულში, საფრთხის წინაშე უკრაინის ოთხი რეგიონია, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიზანი იქნება უკრაინის რეგიონების: დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ტერიტორიების დაპყრობა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამჟამად არ აკონტროლებენ. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული ხარკოვის ან კიევის დაკავების მორიგი მცდელობა.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, აშშ-ის დაზვერვის ახლად გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ უცვლელი რჩება პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინაში – ქვეყნის დაპყრობა და მისი ხალხის დამორჩილება.