„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

საქმე ეხება საქარიას საბადოს, საიდანაც ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყება 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე იგეგმება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, თურქეთი საჭირო ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებს. თურქეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ „საქარიას“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიღება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორს.

თურქეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანია „თურქიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელი დირექტორის, მელიჰ ჰან ბილგინის თქმით, ამ კვირაში კომპანია შავ ზღვაში მდებარე საბადოს სამი ჭაბურღილიდან დაიწყებს გაზის მიწოდებას. თურქეთი საქარიას საბადოს განვითარებაზე ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებთან ერთად მუშაობს.

ბილგინის თქმით, სექტემბრიდან, როდესაც საბადოს შვიდივე ჭაბურღილი ამუშავდება, დღე-ღამეში 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება იქნება შესაძლებელია. ეს თურქეთის მიერ მოხმარებული აირის დაახლოებით 7 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, თურქეთის მთავრობა აღნიშნული საბადოდან მოპოვებული გაზის ნაწილის ექსპორტზე გატანას აპირებს.

„თურქით პეტროლიუმმა“ პროექტ „საქარიაზე“ 1,8 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ უახლოეს წლებში საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა გაიზრდება და 40 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.