„ფაინენშალ თაიმსი“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გამო, საგანგებო სხდომას გამართავს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშფოთებულები არიან, რადგან პირველად სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში დაფიქსირებული შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, სამხრეთ აფრიკის ეპიდემიების პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებს და უთხრა, რომ სამხრეთ აფრიკის გაუტენგის რეგიონში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 90 პროცენტი სწორედ ახალ ვარიანტს წარმოადგენს.
გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გამო, საგანგებო სხდომას გამართავს.