„ფაინენშალ თაიმსი“ - ფეისბუქი საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში წარადგენს
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ფეისბუქი საკუთარ კრიპტოვალუტას მომავალი წლის დასაწყისში წარადგენს.
როგორც გამოცემა იუწყება, თავდაპირველად კრიპტოვალუტა „ლიბრას“ შეზღუდული ფორმატი ექნება.
„ლიბრას“ ამოქმედების კონკრეტული თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფეისბუქი შვეიცარიის ბაზრის საზედამხედველო ორგანოს დასტურს მიიღებს.
კომპანია ფეისბუქმა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ პირველად 2019 წლის ივნისში განაცხადა. მისი ფუნქციონირება ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.