ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო
ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პირველ ადგილზეა.
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კონკურსის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს შეეძლოთ.
შედეგი გავლენას ვერ მოახდენს კონკურსის შედეგზე, თუმცა ამ გამოკითხვის მეშვეობით, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხარი დაეჭირათ საკუთარი რჩეულებისთვის და ისინი „ფეისბუქ“ გამოკითხვის ლიდერებად ექციათ.
საქართველოს ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.
კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.