ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 
ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 

ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პირველ ადგილზეა.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კონკურსის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს შეეძლოთ.

შედეგი გავლენას ვერ მოახდენს კონკურსის შედეგზე, თუმცა ამ გამოკითხვის მეშვეობით, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხარი დაეჭირათ საკუთარი რჩეულებისთვის და ისინი „ფეისბუქ“ გამოკითხვის ლიდერებად ექციათ.

საქართველოს ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.

კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.

 

Hashpoll: Eurovision Semi-final 2

It's time for the #Eurovision 2018 Semi-final 2 #Hashpoll! Let's see which country is your favourite!

Posted by ESCToday on 2018 წლის 9 აპრილი, ორშაბათი