ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონო და არალეგიტიმურია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კვირას ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში უკანონო და არალეგიტიმურია. ეს არჩევნები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, უფრო მეტად ყოფს მათ. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავგმოთ ეს“, – ნათქვამია ევროსაბჭოს თანამომხსენებლების განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში საქართველოს 2019 წლის 1-2 ივლისს ეწვევიან.