ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ უკრაინაში მუშაობა ვადაზე ადრე შეაჩერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ უკრაინაში მუშაობა ვადაზე ადრე შეაჩერა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ უკრაინაში მუშაობა ვადაზე ადრე შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დელეგაცია კიევში წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად ჩავიდა. დელეგაციამ ქვეყნაში მუშაობა უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეაჩერა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმა. ამის მიზეზი კი, გასულ კვირაში ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც რუსეთი ორგანიზაციაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დააბრუნეს.

საპარალამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს უნდა ჩატარდეს.