ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიე გახდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიე გახდა.
შვეიცარიელი დეპუტატი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ამიტომ ის კენჭისყრის გარეშე დანიშნეს.
პასკიე „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების“ საპარლამენტო ჯგუფს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ის თავის კოლეგას, მიკელე ნიკოლეტის შეცვლის.
ნიკოლეტი იძულებული იყო დაეტოვებინა პოსტი, რადგან იტალიაში გამართული არჩევნების შედეგად ის პარლამენტში ვეღარ მოხვდა. ნიკოლეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას, ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით იკავებდა.