ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშს მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებულ 2019 წლის ანგარიშს კენჭი უყარეს.
49 ხმით 17-ის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტში შეფასებულია პროგრესი, რომელსაც იმ ქვეყნებმა მიაღწიეს, რომლებზეც მონიტორინგის პროცედურა ვრცელდება.
ასეთი კი, სულ 10 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც. ასამბლეა მიესალმა ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეულ პოზიტიურ მოვლენებსა და პროგრესს, ასევე შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ხარვეზების გამო, შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციებიც.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის კენჭისყრამდე ქართული დელეგაციის წევრმა უმრავლესობიდან, ირაკლი კობახიძემ, უკან გაიწვია რამდენიმე შესწორება, რომელმაც დელეგატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
თუმცა, სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს შესწორება, რომელიც დოკუმენტიდან სიტყვა „პროპორციულის“ ამოღებას გულისხმობს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია ოპოზიციის წარმომადგენლებთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს და შესაძლოა, მიღწეულ იქნას კონსესუსი.
კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს დოკუმენტში საქართველოს პროპორციულ არჩევნებთან და სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას.