„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა
„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა. არმაზ ახვლედიანი ამომრჩევლებს ბათუმში დღეს პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს.
„დღეს ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში, ამას სჭირდება გუნდი სწორი განვითარებისთვის – ასეთი გუნდია „ევროპული საქართველო“. არმაზ ახვლედიანი არის გამოცდილი პოლოტიკოსი, თავისი ქვეყნის და ქალაქის დიდი მოყვარული და გულმხურვალე პატრიოტი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა წარდგენაზე დავით ბაქრაძემ.