„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა

16:06, 20.09.2020

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა. არმაზ ახვლედიანი ამომრჩევლებს ბათუმში დღეს პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს.

„დღეს ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში, ამას სჭირდება გუნდი სწორი განვითარებისთვის – ასეთი გუნდია „ევროპული საქართველო“. არმაზ ახვლედიანი არის გამოცდილი პოლოტიკოსი, თავისი ქვეყნის და ქალაქის დიდი მოყვარული და გულმხურვალე პატრიოტი, რომელმაც იცის, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს“, –  განაცხადა წარდგენაზე დავით ბაქრაძემ.

მსგავსი