ევროპული ტურნეს ფარგლებში ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა
ევროპული ტურნეს ფარგლებში ენტონი ბლინკენი მოლდოვაში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროპული ტურნეს ფარგლებში მოლდოვაში გაემგზავრა.

„კიშინეუში მდივანი ბლინკენი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლდოვაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისა და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერა, ერთობლივი თავდაცვის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრაღაში ყოფნისას ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრის მიზანია, ლიდერებმა განიხილონ ნატო-ს მომავალი სამიტის პრიორიტეტები.