„ევროპული საქართველოს“ წევრებმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს არის ერთის მხრივ, ტრაგიკული დღე, ხსოვნის დღე იმ ხალხის, ვინც დღეს ჩვენი მტრის ხელს შეეწირა, მეორეს მხრივ, ჩვენი საზოგადოების დღე. ამ დღემ გარდატეხა შეიტანა არამარტო საქართველოს, მთლიანად ბოროტების იმპერიის ნგრევაში და ჩვენი თავისუფლების დაბრუნების საქმეში. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ის სასტიკი და ამაზრზენი ბოროტება, რომელსაც აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ, დღეს ჩვენს თავისუფლებას კვლავ საფრთხეს უქმნის. ეს იგივე ბოროტებაა, ვინც უკრაინაში ჩადის დღეს ამ ამაზრზენ დანაშაულებებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, ამ დღის ხსოვნის, ამ ადამიანების ხსოვნის, ჩვენი მრავალი თაობის ხსოვნის გამო და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომელიც კვლავ საფრთხეშია და ის ბოროტების იმპერია, რომელმაც აქ ეს საშინელება დაატრიალა, ბოლომდე უნდა დამარცხდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.