„ევროპული საქართველოს“ წევრები დაჩი ბერაიას პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ
„ევროპული საქართველოს“ წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
დეპუტატი შენობაში შესვლას ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული შესასვლელიდან ცდილობდა.
აქციის მონაწილეები დეპუტატს შეძახილებით „მონა“ შეხვდნენ. საბოლოოდ, დაჩი ბერაია პარლამენტში სამართალდამცველების დახმარებით შევიდა.
როგორც დაჩია ბარაიამ განაცხადა, მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა.
„ელენე ხოშტარია სამარცხვინო ადამიანია. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ამის უფლება ვინ მისცა? ვეჭიდაო, ვეჯაჯგურო? სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილების უფლებას ვერ შევიზღუდავ. აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ, თითი რას დავაჭირო და რას არა“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.