„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა
„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა.
გიორგი აბულაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა წალენჯიხაში. პარტიის დატოვების მიზეზად ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან არჩევნების წაგების შემთხვევაში არეულობის დაგეგმვას ასახელებს. აბულაძის თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა და მისი სურვილია, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მისივე თქმით, არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს თანამშრომლობას.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ადასტურებს, რომ აბულაძემ დატოვა პარტია.
„რამდენიმე დღის წინ გიორგი აბულაძე მოვიდა და ითხოვა ფული, ვალები ჰქონია. ჩვენ ფული არ მივეცით. ვიცით, რომ მივიდა „ქართულ ოცნებაში“, სადაც მას ეს თანხა მისცეს და მერე გააკეთა ეს განცხადება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სერგი კაპანაძემ.