„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა, რომლებიც აცხადებენ, რომ მეორე ტურში მხარს ნინო ლაცაბიძეს უჭერენ
„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა პარტიის რიგები დატოვეს. გადაწყვეტილება პარტიის ოთხმა წევრმა მიიღო.
ისინი აცხადებენ, რომ თავიდანვე ემიჯნებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა, როცა არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს შორის დადგა, მხარს ნინო ლაცაბიძეს უჭერენ.
პარტია გიორგი და ლაშა მჭედლიძეებმა, გიორგი გოჩაშვილმა და ელენე ხმიდაშვილმა დატოვეს.
„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ქებაძის განმარტებით, ადამიანები, რომლებმაც პარტია დატოვეს, ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, ადამიანების მოსყიდვა „ქართული ოცნების“ ხელწერაა.