„ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან საქართველოს პირველ არხზე თავდასხმის ფაქტების შესახებ სახალხო დამცველი კომენტარს არ აკეთებს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოს პირველი არხი საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარი არ იქნება.
ამასთან, თავად ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამედ ჩვენი ჟურნალისტები ოპოზიციის ცალკეული ლიდერების მხრიდან მუქარის, შეურაცხყოფისა და მძიმე ბრალდებების სამიზნეები გახდნენ.
ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მიმართა.