„ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“, და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს
„ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“, და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გამართეს.
მსვლელობით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, 8 ნოემბრის აქციაზე გამოსვლისკენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.