„ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“, და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს

16:15, 07.11.2020

„ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“, და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გამართეს.

მსვლელობით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, 8 ნოემბრის აქციაზე გამოსვლისკენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მსგავსი