ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ თანამდებობა დატოვა.
სტეფანიშინას გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სტეფანჩუკი წერს, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლოა, ოლგა სტეფანიშინამ იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს დენის მალიუსკას ნაცვლად, რომელმაც პოსტი დღეს დატოვა.
ოლგა სტეფანიშინა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად 2020 წლის ივნისში დაინიშნა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ესენი არიან: სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი.