ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე - პრემიერთან შეხვედრაზე დავაყენეთ ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციისთვის შესაბამისი პლატფორმის არსებობის საკითხი
ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის, ჯონ ბრეკეველდტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციისთვის საჭირო პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას.
„პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ დავაყენეთ უკეთესი კომუნიკაციის საკითხი, ანუ შესაბამისი პლატფორმების არსებობა, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი იქნება ამ პერიოდში ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია. პოსტკოვდურ პერიოდში არსებითად მიმაჩნია, რომ იყოს მუდმივმოქმედი და სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობა მთავრობასა და ბიზნესს შორის“, – განაცხადა მან.