„ევროპროდუქტის“ წარმომადგენელი - გვაქვს მარაგები, ჩვეულებრივად მოდის ყველაფერი, მიზეზი არ გვაქვს, რომ განსხვავებული მდგომარეობა იყოს
კომპანია „ევროპროდუქტის“ წარმომადგენლის, გიორგი ოსიფაშვილის განცხადებით, ქსელს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ განსხვავებულ მდგომარეობაში იყოს და „ევროპროდუქტი“ მარაგების შევსებას უპრობლემოდ ახერხებს.
„ჩვენ წარმოვადგენთ როგორც გაყიდვის, ასევე საიმპორტო და სადისტრიბუციო კომპანიას. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ იყოს რაიმენაირი განსხვავებული მდგომარეობა. გვაქვს მარაგები, ჩვეულებრივად მოდის ყველაფერი, შეკვეთები კეთდება, ვიმარაგებთ დამატებით და არანაირ განსხვავებულ სიტუაციას არ ველოდებით“, – აღნიშნა კომპანია „ევროპროდუქტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ოსიფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შემდგარი შეხვედრის დასრულების შემდეგ.