მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) ევროპოლთან (ევროპის კავშირის საპოლიციო სამსახური) ერთად ჩაატარა ოპერაცია „ვირიბუსი“, რომლის დროსაც მოხდა 17 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიკვიდაცია. მათ ბრალად ედებათ ევროპის ქვეყნებში ყალბი მედიკამენტებისა და აკრძალული პრეპარატების გავრცელება.
როგორც ევროპოლის ვებგვერდი იტყობინება, ოპერაციის დროს ამოიღეს 3.8 მილიონი ერთეული აკრძალული პრეპარატი და ყალბი მედიკამენტი. დადგინდა ცხრა არალეგალური ლაბორატორიის მოქმედება, დააპატიმრეს 234 ეჭვმიტანილი და გაიხსნა 839 სასამართლო საქმე.
„ჩვენ გვინდა მივულოცოთ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ წარმატებულ ოპერაციაში. ეს თანამშრომლობა იძლევა რეალურ შედეგებს და შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკანონო და ყალბი პრეპარატების ხელმისაწვდომობაზე, რომლებსაც იყენებენ სპორტსმენები მთელს მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მონაწილეობა ამგვარ ოპერაციებში სპორტულ თაღლითობასთან ბრძოლის რანგში. ასევე გავაგრძელებთ საპარტნიორო ურთიერთობის განვითარებას სამართალდამცავ ორგანოებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიუნტერ იანგერმა.
ოპერაცია „ვირიბუსში“ მონაწილეობას იღებდნენ 33 ქვეყნის სამართალდამცავები.